ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.



თქვენი პერსონალური მონაცემების მაკონტროლებელი არის Paysera LT", UAB, მისი ფილიალები და წარმომადგენელი ოფისები, Paysera ჯგუფის კომპანიები, პირის (მომხმარებლის) საცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისად, ასევე სხვა იურიდიული პირები, რომლებიც Paysera LT-ის მიერ მომსახურების გაწევაში არიან ჩართულნი, და უფლებამოსილი არიან იმოქმედონ “Paysera LT”, UAB-ის სახელით. Paysera-ს საკონტაქტო ინფორმაცია გამოქვეყნებულია აქ. Paysera-ს მიერ ავტორიზებული მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები: [email protected].

მონაცემთა დამუშავების მიზანი: მომსახურების გაწევა.
მონაცემთა დამუშავების იურიდიული საფუძველი: სამართლებრივი ვალდებულება (ლიეტუვას რესპუბლიკის კანონი გადასახდელების შესახებ, ლიეტუვას რესპუბლიკის კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ).
პერსონალური მონაცემების დამუშავების კატეგორიები:ინფორმაცია, რომელიც გადაცემულია გადახდების შესრულებისას ე.ი. საიდენტიფიკაციო მონაცემები( სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი (თუ გადაცემულია გადახდასთან ერთად)), ფინანსური მონაცემები (მიმდინარე ანგარიშის ნომერი, ტრანზაქციის თანხა) და საკომუნიკაციო მონაცემები (ელ.ფოსტის მისამართი, საკომუნიკაციო ენა).
მონაცემთა მიმღებნი: გადარიცხვების მიმღებნი, რომლებიც იღებენ ინფორმაციას გადახდის ანგარიშგებაში ტრანზაქციის სახსრებთან ერთად.
მონაცემთა დამუშავების პერიოდი: მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან 8 (რვა) წლის განმავლობაში. შეკავების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით, კომპეტენტური ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მონაცემთა შენახვის ასეთი ვადა სავალდებულოა ლიეტუვას რესპუბლიკის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონით.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები:
  • უფლება მოითხოვოს მონაცემთა დამმუშავებლისგან, უზრუნველყოს წვდომა მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებზე, შეასწოროს ან წაშალოს პერსონალური მონაცემები, ან შეზღუდოს პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე წინააღმდეგობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებელი წაშლა, შესაძლოა შეიზღუდოს ან შეუძლებელი იყოს Paysera-ს ვალდებულების გამო, შეინახოს კლიენტების შესახებ მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
  • მიმართოს სამეთვალყურეო ორგანოს სარჩელით
  • მონაცემთა პორტაბელურობის უფლება;
  • კანონით მინიჭებული სხვა უფლებები.